შ.პ.ს. `თეგიკა უნივერსალი~ ქალაქ ქუთაისში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სამშენებლო კომპანიად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, როგორც კომპანიის დირექტორი, კოტე კეკელაძე აცხადებს: „რაღაც მომენტში იძულებული გავხდი, მეღიარებინა, რომ კომპანიის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტას ვერ ვახერხებდი". კონკრეტულად კი, კომპანიას არ გააჩნდა ბიზნეს-სტრატეგია, მარკეტინგული ანალიზი და დეტალური საწარმოო გეგმა. არ არსებობდა დაგეგმვის შიდა სისტემა და გადაწყვეტილებებს ხშირად სპონტანურად იღებდნენ, რაც, თავის მხრივ, კოფლიქტურ სიტუაციებს წარმოშობდა ფინანსურ და საინჟინრო სფეროს მენეჯმენტის სისტემებში.