თეთრიწყარო, ასურეთი - აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე მალხაზ აქიშბაია და ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, ადგილობრივ ფერმერებთან ერთად, აღნიშნავენ ასურეთის სამანქანო მომსახურების ცენტრის გახსნას 30 ნოემბერს, დღის 11:30-ზე. კერძო მფლობელობაში მყოფი სამანქანო მომსახურების ცენტრები დააფინანსა აშშ-ს მთავრობამ, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, მისი "მექანიზაციის პროექტის" ფარგლებში. პროექტის განხორციელებაში ცენტრის მფლობელებსაც შეაქვთ ფინანსური წვლილი. ეს პროექტი ამერი