მისიის დირექტორი

printprintemailemail

სტივენ ჰეიკინი, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს მისიის დირექტორისტივენ ჰეიკინი

სტივენ ჰეიკინი არის ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის დირექტორი.  საქართველოს მისია ფართო სპექტრის განვითარების პროგრამებს ახორციელებს ეკონომიკის ზრდის, დემოკრატიის მშენებლობის, ჯანდაცვის, ენერგეტიკისა და სოცაილური განვითარების სფეროებში.  მისია აგრეთვე უძღვება იმ პროგრამებს, რომლებიც დაფინანსებულია საქართველო რუსეთის კონფლიქტის შემდეგ აშშ- მთავრობის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი 1 მილიარდი დოლარიდან.

 

ახალ პოსტზე დანიშვნამდე სტივენ ჰეიკინი იყო მისიის დირექტორი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, სადაც ის სათავეში ედგა ჯანდაცვის განვითარების, ეკონომიკის ზრდის, დემოკრატიისა და მმართველობის განვითარების, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, გარემოს დაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამებს.  ამ პროგრამების საერთო ღირებულება 300 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა და ემსახურებოდა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარებას, დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესებას, ეკონომიკის ზრდასა და სასიცოცხლო დანიშნულების მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას.

 

2005-2007 წლებში ჰეიკინი მუშაობდა მისიის დირექტორად კენიაში.  მისი კენიაში მოღვაწეობის დროს USAID-ის პროგრამა წელიწადში 120 მილიონი აშშ დოლარიდან 400 მილიონ აშშ დოლარამდე გაიზარდა. 

 

ჰეიკინმა მისი კარიერა U USAID-ში საერთაშორისო განვითარების ინტერნების პროგრამის მეშვეობით დაიწყო 1986 წელს.  ის მუშაობდა პროგრამების ეკონომისტად აფრიკის ბიუროში, კენიაში, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, გვინეაში, განაში და აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ბიუროში; აგრეთვე პროგრამების სპეციალისტად ევროპისა და ევრაზიის ბიუროში. 2004 წლის იანვრიდან 2005 წლის ივნისამდე ჰეიკინი იყო მადაგასკარის მისიის დირექტორი.  მადაგასკარში მუშაობა დაიწყო 2000 წელს, სადაც განვითარების პროექტებს ხელმძღვანელობდა.  მან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის 2002 წლის პოლიტიკური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კრიზისიდან გამოყვანაში, რისთვისაც დაჯილდოვდა განსაკუთრებული ღირსების ორდენით.

 

სტივენ ჰეიკინი წარმოშობით ომაჰადან არის (ნებრასკას შტატი).  გი ფლობს ბაკალავრის დიპლომს ევერგრინის სახელმწიფო კოლეჯიდან (ოლიმპია, ვაშინგტონი) და მაგისტრის ხარისხს ეკონომიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებში ჯორჯტაუნის უნივერსიტეტიდან (ვაშინგტონი).  მას ჰყავს მეუღლე da სამი შვილი. თავისუფლად ფლობს ფრანგულ ენას.