ჯანდაცვა და სოციალური განვითარება
ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების პროექტები ხელს უწყობს საშუალო განათლების რეფორმას; აკონტროლებს ინფექციური დაავადებების გავრცელებას; აუმჯობესებს ჯანდაცვის მომსახურებას; დახმარებას უწევს ჯანდაცვის ეროვნული პოლიტიკის შემუშავებას; აფართოებს და აუმჯობესებს რეპროდუქციული ჯანდაცვის სამსახურს; და აუმჯობესებს გარემოსა და მდგომარეობას დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.
თანაბარი შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის
Save the Children
სექტემბერი 2006 – სექტემბერი 2012
www.savethechildren.org
პროექტი მიზნად ისახავს შექმნას თანასწორი შესაძლებლობების გარემო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის, მათი სრულფასოვანი ჩართვით საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. ეს მიიღწევა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ორგანიზაციების ინსტიტუციური გაძლიერებით და სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესებით, რაც ხელს შეუწყობს ინვალიდობის საკითხებთან დაკავშირებული ერთიანი პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებას. ეს პროექტი ხორციელდება ადგილობრივ ორგანიზაციასთან - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის - თანამშრომლობით.
კრედიტის გარანტია განვითარებისთვის
თიბისი ბანკი და ბლოკი ჯორჯია
ივლისი 2010 – ივლისი 2020
www.tbcbank.ge
USAID-იმ ხელი მოაწერა თიბისი ბანკთან განვითარებისთვის გაცემული კრედიტის გარანტიის ხელშეკრულებას, რის საფუძველზეც თიბისი ბანკი 8 მილიონი დოლარის სესხს მისცემს ბლოკ ჯორჯიას. ამ ფინანსებს ბლოკ ჯორჯია გამოიყენებს დასავლეთ საქართველოში (ქუთაისი, წყალტუბო, ფოთი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, აბაშა, ხობი და მარტვილი) 9 საავადმყოფოს აშენებისა და რეაბილიტაციისათვის.
კრედიტის გარანტია საავადმყოფოების რეაბილიტაციისთვის
სექტემბერი 2010 – სექტემბერი 2020
www.tbcbank.ge
USAID-იმ ხელი მოაწერა თიბისი ბანკთან განვითარებისთვის გაცემული კრედიტის გარანტიის მეორე ხელშეკრულებას, რომლის პორტფელი ჯამში 20 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს. სესხები, რომლებსაც გასცემს თიბისი ბანკი, გამიზნულია ჯანდაცვის კერძო სექტორის მსესხებლებისთვის, რისი მეშვეობითაც ისინი ააშენებენ, განაახლებენ და აღჭურვავენ საავადმყოფოებსა და კლინიკებს. პროგრამის მეშვეობით აგრეთვე დაკმაყოფილდება იმ კერძო სადაზღვევო კომპანიების ფინანსური საჭიროებები, რომელთაც აიღეს ვალდებულება 2011 წლის დეკემბრისთვის საქართველოს მასშტაბით ააშენონ 27 საავადმყოფო.
საექთნო განათლების პროექტი
ემორის უნივერსიტეტი
ოქტომბერი 2009 - ოქტომბერი 2012
http://www.emory.edu/
პროგრამის უშუალო მიზანია საქართველოში მომუშავე ექთნების კომპეტენციის ამაღლება ინტენსიური სასწავლო პროგრამის მეშვეობით. ექთნები კლინიკურ ცოდნასთან ერთად შეიძენენ ლიდერობისა და მენეჯმენტის უნარ-ჩვევებს. პროგრამა საშუალებას მისცემს მსმენელებს მიიღონ განათლება სამუშაოდან მოწყვეტის გარეშე. პროექტის გრძელვადიანი მიზანია საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით ჩამოაყალიბოს უმაღლესი საექთნო სკოლა, რომელიც კურსდამთავრებულს მიანიჭებს ხარისხს და აამაღლებს ექთნების პროფესიულ დონეს საქართველოში.
ბავშვებზე ზრუნვის სამსახურებისა და სისტემების გაძლიერება
UNICEF
აგვისტო 2010 – აგვისტო 2013
www.unicef.org/georgia/
ეს პროგრამა სამი ნაწილისგან შედგება და ისინი შემდეგ სფეროებზეა მიმართული: დაუცველი ჯგუფებისთვის სოციალურ შეღავათებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებისაკე; ალტერნატიული ზრუნვისა და ოჯახური მხარდაჭერის სამსახურების გაუმჯობესება; და პოლიტიკის, ზედამხედველობისა და ანგარიშვალდებულების გაძლიერება ბავშვებზე ზრუნვის სისტემაში.
ჯანდაცვის სისტემების განმტკიცების პროექტი
Abt. Associates, Inc.
ოქტომბერი 2009 - ოქტომბერი 2014
http://www.abtassociates.com/
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის ძალისხმევას გაატაროს ჯანდაცვის რეფორმა. რეფორმა მიზნად ისახავს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასა და ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას. კერძოდ, პროექტი დაეხმარება სადაზღვევო კომპანიებს -- შექმნას და მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახადოს მაღალხარისხიანი სადაზღვევო პაკეტები; ხელს შეუწყობს სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებს მართვასა და ხარისხის ამაღლებაში; და დაეხმარება მთავრობას რეფორმის პროცესის გაძღოლასა და მონიტორინგში.
აივ ინფექციის პრევენციის პროექტი
Research Triangle Institute
იანვარი 2010 - დეკემბერი 2014
www.rti.org
პროექტის მიზანია აივ ინფექციის პრევენცია სამიზნე მაღალი რისკის ჯგუფებში და მთლიანად საზოგადოებაში. საქმიანობა მოიცავს: პრევენციას პირველად მაღალი რისკის ჯგუფებში, როგორებიც არიან ნარკოტიკების მომხმარებლები, ჰომოსექსუალი მამაკაცები და კომერციული სექს მუშაკები; იმ ჯგუფებში მუშაობას, რომლებიც სავარაუდოდ შესაძლებელია დასნებოვდნენ შემდგომ ეტაპზე (ახალგაზრდები); და სტიგმის შემცირებას.
საქართველოში ოჯახის დაგეგმვა და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვა - Sustain
John Snow, Inc (JSI)
ოქტომბერი 2009 - ოქტომბერი 2014
http://www.jsi.ge/
პროექტი გამიზნულია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და ოჯახის დაგეგმვის კრიტიკული საჭიროებების გადასაწყვეტად და გრძელვადიანი ოჯახის დაგეგმვისა და დედათა და ნეონატალურ ჯანდაცვის პროგრამების უზრუნველსაყოფად კერძო სექტორში. კერძო სადაზღვევო ინდუსტრიში არსებული გეგმების მიხედვით, არსებული კლინიკებისა და დაგეგმილი ჯანდაცვის ერთეულიების ტრენინგებით, ის ხელს შეუწყობს ფართო სპექტრის კონტრაცეპციული საშუალებებზე ხელმისაწვდომობას საქართველოს ფარმაციაში.
B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია
როსტროპოვიჩის ფონდი
სექტემბერი 2009 - დეკემბერი 2012
http://www.rostropovich.org/
პროექტის დახმარებით ვაქცინაცია ჩაუტარდება 3,000 სტუდენტს და დაახლოებით 6,000 სეროუარყოფით
ჯანდაცვის მუშაკს მთელი საქართველოს მასშტაბით და დაახლოებით 8000 ახალგაზრდას თბილისში. გარდა ამისა, ჩატარდება სემინარები წამყვანი მედპერსონალისთვის და ვაქცინოლოგიის მთავარი სპეციალისტები მოამზადებენ სკრინინგ პროგრამებს ჯანდაცვის მუშაკებისთვის.
ტუბერკულოზის პრევენციის პროექტი
University Research Corporation (URC)
სექტემბერი 2011 - სეექტემბერი 2015
პროექტის მიზანია შემცირდეს ყველა ტიპის ტუბერკულოზის შემთხვევა საქართველოში. პროექტის სტრატეგიაა სპეციალიზირებული და ზოგადი ჯანდაცვის მომსახურების გაუმჯობესება. ამ სტრატეგიის განხორციელებისთვის პროექტს სამი ძირითადი მიზანი აქვს. ესენია: 1) ზოგადი ჯანდაცვის ობიექტებში გაუმჯობესდეს ტუბერკულოზის გამოვლენა ადრეულ ეტაპზე ; 2) გაუმჯობესდეს ხარისხი და მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდეს ტუბერკულოზის მკურნალობის უშალო ზედამხედველობის სტრატეგია (DOTS) და DOTS Plus ტუბერკულოზის როგორც მედიკამენტებისადმი მგრძნობიარე, ასევე რეზისტენტული ფორმებისათვის; 3) გაუმჯობეს ინფექციური კონტროლი ჯანდაცვის იმ მულტიპროფილურ ობიექტებში, რომლებშიც ინტეგრირებულია ტუბერკულოზის ამბულატორიული მკურნალობა, პროექტი განხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით.
საქართველოს პირველადი განათლების პროექტი (G-Pried)
Chemonics
ოქტომბერი 2011 - ოქტომბერი 2015
www.chemonics.com
პროექტის მიზანია დახმარებაგაუწიოს დაწყებითი განათლების სისტემას, რათა ქართველ და არაქართველ მოსწავლეებში გაუმჯობესდეს კითხვისა და მათემატიკის შესწავლის ხარისხი. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელი იქნება სწავლისა და სწალების მეთოდების, შეფასების სისტემებისა და ეროვნული სტანდარტების გაუმჯობესების, სასწავლო ტექნოლოგიeebis გამოყენების გაუმჯობესებისა და ქვეყნის სკოლებსა და უნივერსიტეტების განათლების ფაკულტეტებზე კითხვისა და მათემატიკის ექსპერტიზის ჩამოყალიბებით.
Related Stories
There are currently no related Success Stories.

