დემოკრატია და მმართველობა
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა დახმარებას უწევს საქართველოში სტაბილური დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესს. დემოკრატიისა და მმართველობის სფეროში მიმდინარე პროექტების განხორციელებით, ამერიკის ხელისუფლება მხარს უჭერს საქართველოში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების რეფორმას; ეხმარება თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოს შექმნას; აძლიერებს პოლიტიკურ პარტიებს და ეხმარება პარლამენტის ინსტიტუციურ განვითარებას; აძლიერებს კანონის უზენაესობას; მხარს უჭერს საზოგადოების ფართო ჩართულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, უზრუნველყობს დიალოგსა და საჯარო პოლიტიკის განვითარებას.
კანონის უზენაესობა
მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი უფლებამოსილების პროექტი
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი
ოქტომბერი 2010 – ოქტომბერი 2014
http://www.ewmi.org
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს სასამართლოს, როგორც ხელისუფლების დამოუკიდებელი და ძლიერი შტოს განვითარებას, ასევე საქართველოს კომერციული სამართლის სისტემის დახვეწას. პროგრამა ხელს შეუწყობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განვითარებას, მოსამართლეთა დანიშვნის, მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებისა თუ წახალისების პროცედურების გაუმჯობესებას. პროექტი მხარს დაუჭერს სახელმწიფო უფასო იურიდიული დახმარების სისტემას, ასევე ადამიანის უფლებათა და სამართლებრივ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს. იგი ხელს შეუწყობს იურიდიული განათლების სისტემის გაუმჯობესებას, როგორც სტუდენტებისთვის, ასევე პრაქტიკოსი ადვოკატებისთვის. პროექტი გაამარტივებს კომერციული სამართლის საქმეთა წარმართვის პროცედურებს და ხელს შეუწყობს ამ სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის ეფექტურ განხორციელებას.
კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემო
პოლიტიკური პარტიების განვითარების მხარდამჭერი პროგრამა
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI)
სექტემბერი 2010 – აგვისტო 2014
http://www.iri.org.ge
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში პოლიტიკური სისტემის სრულყოფისას, თბილისსა და რეგიონებში და პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური განვითარებას. პროექტი ხელს უწყობს პარტიების წინასაარჩევნო საქმიანობის პროფესიული ხარისხის ამაღლებას, ახალგაზრდა ლიდერების ჩამოყალიბების და განვითარების პროცესს, პოლიტიკურ პარტიების, ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესებას და პოლიტიკური პარტიების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნას.
საარჩევნო პროცესებისადმი ნდობის ამაღლება
საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES)
აგვისტო 2010 – ივლისი 2014
http://www.ifes.org
პროგრამის მიზანია საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება არჩევნებს შორის პერიოდში საარჩევნო კანონის რეფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციის გაძლიერების, არჩევნების თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარების და არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებსა და პროცესებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით. ამისთან ერთად, 2012 წლის საპარლამენტო, 2013 წლის საპრეზიდენტო და შეზღუდული რესურსებით 2014 წლის ადგილობრივი არჩევნების დროს პროგრამა შეეცდება სხვადასხვა საკითხების მოგვარებას წინასაარჩევნო ტრენინგების ჩატარებით და არჩევნებზე მონიტორინგის დაწესებით.
დემოკრატიული მმართველობა
პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამა
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)
აგვისტო 2009 – აგვისტო 2013
http://www.ndi.org
პროექტის მიზანია პარლამენტის ინსტიტუციური გაძლიერება, მისი საქმიანობის გამჭვირვალობის ხელშეწყობა, აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობის როლის გაძლიერება და საკანონმდებლო საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობის ხარისხის სრულყოფა. პროექტი ხელს უწყობს აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, პარლამენტის თანამშრომლებისა და პარლამენტის წევრებს შორის თანამშრომლობას.ეს პროექტი მიზნად ისახავს გააღრმავოს პარლამენტის თანამშრომელთა ცოდნა და უნარები, გააძლიეროს ინსტიტუციური შესაძლებლობები, და პარლამენტის წევრებსა და საპარლამენტო ფრაქციებს მიეცეთ მეტი საშუალება ჩაებან კონსტრუქციულ პოლიტიკურ დებატებში.
დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3)
საერთაშორისო მენეჯმენტის სისტემები
თებერვალი 2011 – მარტი 2014
http://www.msiworldwide.com
პროგრამა დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) მიმართული იქნება იმ მრავალმხრივი სირთულეების დაძლევისკენ, რომელთა წინაშეც დგას ქვეყნის ხელისუფლება ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე. G3 პროგრამა ხელს შეუწყობს ხელისუფლების გამჭვირვალებას და ინსტიტუციურ განვითარებას მმართველობის ყველა დონეზე, რაც თავის მხრივ გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და კომუნიკაციას საქართველოს სამთავრობო სტრუქტურებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მოქალაქეებს შორის. ცენტრალურ დონეზე პროგრამა ხელს შეუწყობს საჯარო ადმინისტრირების გაუმჯობესებას, დააჩქარებს საჯარო სექტორის რეფორმას საკადრო და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების გზით. ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე პროგრამა ხელს შეუწყობს ანგარიშვალდებული, და კომპეტენტური ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბებას.
სამოქალაქო განათლებისა და მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა (ACETT)
პროექტი ჰარმონია (Project Harmony International)
ივლისი 2010 – ივლისი 2013
http://www.ph-int.org
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს საშუალო სკოლებში სამოქალაქო განათლების ხარისხის გაუმჯობესებას. სამოქალაქო განათლების პროგრამაში ჩართული მოსწავლეები შეძლებენ დემოკრატიული საზოგადოების ძირითადი პრინციპების გაცნობას და დემოკრატიული საზოგადოების აქტიური მონაწილენი გახდებიან. პროგრამის ფარგლებში შემუშავდება სამოქალაქო განათლების სასწავლო მასალა, მასწავლებლებისათვის შეიქმნება სააკრედიტაციო კურსები, ჩატარდება საჩვენებელი გაკვეთილები, გაიცემა მცირე გრანტები მიღებული ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების მხარდასაჭერად, შეიქმნება ინტერაქტიული ვებგვერდი და მოსწავლეთა და მასწავლებელთა სოციალური ქსელი.
საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში (G-PAC)
აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი
სექტემბრი 2010 – სექტემბრი 2014
http://ewmi-gpac.org
პროგრამის მიზანია საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სექტორის გაძლიერება, წარმატებული რეფორმების შემუშავებასა და განხორციელებაში სამოქალაქო საზოგადოების როლის გაზრდა და ამ გზით საზოგადოების ინტერესების უკეთ დაცვა. პროგრამა ორი ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან შედგება: (ა) არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ეფექტიანი მონიტორინგისა და ინტერესთა დაცვის პროგრამების ხელშეწყობა; (ბ) კოლუმბიის უნივერსიტეტის საზოგადოებრივ საქმეთა სკოლასთან პარტნიორობით საჯარო პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის შექმნა.
ქართული მედია აძლიერებს დემოკრატიას, ანგარიშვალდებულებას და მოქალაქეების ინფორმირებულობას (G-MEDIA)
საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX)
ოქტომბერი 2010 – ოქტომბერი 2014
www.irex.org
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში დამოუკიდებელი, პოლიტიკურად გაწონასწორებული და პროფესიული მედიის განვითარებას. პროგრამა ოთხი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს. ეს მიმართულებებია: (ა) მედია პროდუქტის ხარისხის ამაღლება, შინაარსის გამრავალფეროვნება და მიწოდების არხების გაფართოება; (ბ) ჟურნალისტიკაში პროფესიონალიზმის ამაღლება, თვითრეგულირება და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება; (გ) მედიის საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესება და ჟურნალისტების უფლებების დაცვა; (დ) მედია მენეჯმენტის და ბიზნესის გაუმჯობესება.
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრები (CCEs)
საერთაშორისო მენეჯმენტის სისტემები
თებერვალი 2011 – მარტი 2014
www.msiworldwide.com
პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების შექმნას. ცენტრები გაიხსნება საქართველოს 10 ქალაქში. ცენტრების საშუალებით დაინტერესებულ პირებს, ორგანიზაციებს დასაინიციატივო ჯგუფებს საშუალება მიეცემათ გამართონ დისკუსიები მოსახლეობისთვის აქტუალურ თემებზე; სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ გამოიყენონ აღნიშნული “შეხვედრის ადგილები” სხვადასხვა, მათთვის მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის. ცენტრის მენეჯერები მოიწვევენ სამოქალაქო თუ სამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, რათა მათ განიხილონ და იმსჯელონ მოსახლეობისთვის საინტერესო საკითხებზე. პროგრამა ხელს შეუწყობს არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, პოლიტიკური პარტიების, საზოგადოების წევრებისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა შორის ურთიერთობების განვითარებას.
შრომის დაცვის გლობალური პროგრამა
სოლიდარობის ცენტრი
იანვარი 2011 – იანვარი 2016
www.solidaritycenter.org
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების ვაშინგტონის ოფისის მიერ დაფინასებული “სოლიდარობის ცენტრის” პროგრამის ძირითადი მიზანია ხელი შეუწყოს დამოუკიდებელი და დემოკრატიული პროფესიული კავშირების განვითარებას, რათა ამ ორგანიზაციებმა შეძლონ საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის ძირითადი სტანდარტების დანერგვა. სტანდარტების დანერგვით პროფესიული კავშირები შეძლებენ უკეთესად დაიცვან და წარმოადგინონ მათი წევრების ინტერესები. სოლიდარობის ცენტრი დაეხმარება საქართველოს პროფესიული კავშირების კონფედერაციას გააუმჯობესოს და განავითაროს კავშირი, რომელიც მნიშნელოვან როლს შეასრულებს საბაზრო ეკონომიკაზე ორიენტირებული პლურალისტური და დემოკრატიული პოლიტიკური სისტემის პირობებში. სოლიდარობის ცენტრი დაეხმარება პროფესიულ კავშირის მოხალისე ტრენერებს და ორგანიზატორებს, ასევე კავშირის სამართლის, ეკონომიკისა და მედიის სპეციალისტებს, უფრო აქტიურად ითანამშრომლონ ადგილობრივ ლიდერებთან, აქტივისტებთან და რიგით წევრებთან. პროფესიული კავშირის წევრებსა და კავშირთან ასოცირებულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიღრმავონ ცოდნა საბაზრო ეკონომიკის ფუნქციონირების შესახებ, უკეთესად დაგეგმონ ურთიერთობები მათ დამსაქმებელთან, შეძლონ შრომით ურთიერთობებში სამართლიანობას და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა და მონაწილეობა მიიღონ საზოგადოებროვ ცხოვრებაში როგორც აქტიურმა სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა.
Related Stories
There are currently no related Success Stories.

