ენერგეტიკა და გარემოს დაცვა

printprintemailemail

ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის პროექტები ეხმარება საქართველოს ენერგოუსაფრთხოების მიღწევასა და გარემოს დაცვაში. პროგრამა ხელს უწყობს ენერგოწყაროების დივერსიფიკაციას და დაცვას შესაბამისი პოლიტიკის შემუშავების, ადგილობრივი ენერგომიწოდების გაზრდის, ჰიდროენერგიის გენერირებაში ინვესტიციების მოზიდვის, განახლებადი ენერგოწყაროებისა და ენერგოეფექტიანობის ინიციატივების ხელშეწყობის, კონკურენციის გაძლიერების, ინტელექტუალური და ინსტიტუციური სიმძლავრის შექმნისა და ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაფართოების მეშვეობით, რაც ხელს შეუწყობს ელექტროენერგიით ვაჭრობას და დიდ სარგებელს მოიტანს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალიდან. დახმარება აგრეთვე ითვალისწინებს საქართველოს ბუნებრივი რესურსების დაცვას და კონსერვაციას, რათა ჯანსაღმა ტურიზმის ეკონომიკამ დიდი სარგებელი მოუტანოს ქვეყანას; სამოსახლოების, საქართველოს ბიომრავალფეროვნებისა და წყლის სისტემების დაცვას.

ენერგეტიკისა და გაზის ინფრასტრუქტურის პროგრამა (PGI)
მაისი 2010 – ნოემბერი 2013
საქართველოს მთავრობა
PGI დაეხმარება საქართველოს მთავრობას მოახდინოს სტრატეგიული ცვლილებები გაზისა და ენერგეტიკის ინფრასტრუქტურაში, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას. ის დაეხმარება საქართველოს ენერგოგადამცემ კომპანიასა და საქართველოს გაზის ტრანზიტის ოპერატორს ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. პროექტის ხუთი კომპონენტი მიზნად ისახავს ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემის ინფრასტრუქტურის სიმძლავრის შექმნას, სენაკი-ფოთის მილსადენის ნაწილის მშენებლობას, სამეგრელო-ხაშურის მილსადენის სეგმენტების შეცვლასა და რეაბილიტაციას, ელექტროენერგიის გადაცემის მოდერნიზებაში და ინფორმაციის მოგროვებასა და ენერგო სექტორის მოდელირების გაუმჯობესებას.

PGI შედგება შემდეგი ოთხი კომპონენტისაგან:
 

1) სენაკი-ფოთის მილსადენის სეგმენტის მშენებლობა
სექტემბერი 2010 – სექტემბერი 2011
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია
700 მმ-იანი ახალი მაგისტრალური ფოთი-სენაკის გაზსადენის მშენებლობა უზრუნველყოფს: (1) ფოთის, სენაკის, ხობისა და სამეგრელოს მიმდებარე რაიონების მოსახლეობის ხელმისაწვდომობას გაზზე; (2) ქალაქ ფოთისა და ევროპასა და აზიის გასაყარზე მდებარე უმნიშვნალოვანესი სტრატეგიული სატრანზიტო შავი ზღვის პორტის გაზიფიცირებას; და (3) გაზს მიწოდებას კავკასიის რეგიონში შავი ზღვის პორტთან მახლობლად გაშენებულ პირველი თავისუფალი ინდუსტრიული ზონისთვის. ამ ზონამ სავარაუდოდ უნდა მიიზიდოს ისეთი საწარმოები, რომელთაც საწვავი ენერგიის სტაბილურად და შეურფერხებლად მიწოდებისთვისმაღალი სიმძლავრის მილსადენი დასჭირდება.

2) ქუთაისი-სენაკის მილსადენის შეცვლა და რეაბილიტაცია
სავარაუდოდ დასრულდება 2013 წლის დასაწყისში
საქართველო ნავთობისა და გაზის კორპორაცია
პროექტი დააფინანსებს ახალი, 80 კმ სიგრძის, 700 მმ-ის დიამეტრის მილსადენის მშენებლობას ქუთაისიდან სენაკის მიმართულებით, რითიც შეიცვლება არსებული, ვიწრო და მწყობრიდან გამოსული მილსადენის მონაკვეთები, და რაც გააუმჯობესებს ბუნებრივი გაზის მიწოდებას დასავლეთ საქართველოსთვის.

(3) ელექტროენერგიის გადაცემის მოდერნიზება, რეკონსტრუქცია და ოპერირება
დასრულდება 2012 წლის ნოემბრისათვის
განმახორციელებელი უნდა შეირჩეს
ამ კომპონენტის მეშვეობით მოხდება სენაკის 220 კილოვოლტიანი წყვილი გადამცემი ხაზის მშენებლობა. ეს ხაზი დაზიანდა 1990-იან წლებში საქართველოში არსებული კონფლიქტების დროს. პროექტი აგრეთვე მოიცავს სენაკის ხაზის დამხმარე ქვესადგურების მთლიან და ნაწილობრივ მშენებლობას და საოპერაციო კონტროლის დაწესებას, რომელიც აამაღლებს გადაცემის მენეჯმენტის ეფექტურობას და შეამცირებს რისკებს. 

(4) საქართველოს ელექტროენერგიისა და გაზის ინფრასტუქტურის პროექტი,
ინფრასტრუქტურაზე ზედამხედველობა და კომპეტენციის ჩამოყალიბება
მაისი 2010 – ნოემბერი 2012
Tetra Tech
www.tetratech.com
პროექტი უზრუნველყოფს პროფესიულ საინჟინრო ტექნიკურ მომსახურებას, რათა ხელი შეეწყოს USAID-ის მიერ ინიცირებული ელექროენერგიისა და გაზის გადაცემის გაუმჯობესებას. 

ჰიდროენერგეტიკაში ინვესტირების ხელშეწყობის პროგრამა (HIPP)
მარტი 2010 – მარტი 2013
Deloitte
www.deloitte.com
ეს პროგრამა დაეხმარება საქართველოს მთავრობას იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმაში, რაც მოიზიდავს ინვესტორებს საქართველოს ჰიდროენერგეტიკის განსავითების სფეროში. სავარაუდოდ HIPP-მა უნდა მოიზიდოს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციები საქართველოს ენერგოსექტორისათვის, რამაც საქართველოს ქსელს უნდა შემატოს 400 მეგავატი ეკოლოგიურად სუფთა, განახლებადი ენერგია. ეს ახალი ელექტროენერგია დაეხმარება საქართველოს მიუახლოვდეს ენერგოდამოუკიდებლობას და გახდეს ექსპორტის მომგებიანი წყარო თურქეთისა და აღმოსავლეთ ევროპის სწრაფად მზარდი და ჯერ კიდევ გამოუყენებელი ენერგობაზრებისთვის, რაც რეგიონის ეკონომიკიის აღმავლობას შეუწყობს ხელს.

თანამედროვე ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივა 2
Winrock International
ოქტომბერი 2011 -- ივნისი 2013
http://www.winrock.ge
პროექტი ხელს შეუწყობს ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შექმნას ისეთი კერძო გადაწყვეტილებების მისაღებად, რომელთა მეშვეობითაც ქსელს მიღმა მყოფი სოფლებისთვის ხელმისაწვდომი გახდება სუფთა ელექტროენერგია; აგრეთვე გაიმართება დიალოგი ენერგოუსაფრთხოების საკითხებზე; შეიქმნება სამაგისტრო და პროფესიული სასერტიფიკაციო პროგრამები ენერგეტიკაში; და მოხდება საქართველოს ინტეგრირება ევროპისა და შავი /კასპიის ზღვის ენერგო ბაზრებში. პროექტის მეშვეობით დახმარება გაეწევა USAID/BP-ს გლობალური განვითარების ალიანსის ეგიდით დაფინანსებულ ენერგოეფექტურობის სადემონსტრაციო ავტობუსს, რომელიც მოგზაურობს მთელ საქართველოში ეფექტური ენერგოტექნოლოგიებისა და განახლებადი ენერგიის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მიზნით.
 
საქართველოს ეროვნული ელექტროენერგიისა და წყლის მარეგულირებელი კომისიის (GNEWRC) პარტნიორობის პროგრამა
მარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაცია (NARUC)
სექტემბერი 2010 - ივნისი 2012
http://www.naruc.org/
ეს პროექტი ხელს უწყობს გამოცდილებების გაზიარებას აშშ-სა და საქართველოს მარეგულირებლებს შორის. ის გააუმჯობესებს რეგულირების პრაქტიკას და განავითარებს ბაზრის რეგულაციის ინსტიტუციურ სიმძლავრეს. ამ საქმიანობით გაძლიერდება გრძელვადიანი ურთიერთობები ორივე ქვეყნის მარეგულირებლებს შორის და შეიქმნება საფუძველი, რომლის მეშვეობითაც აშშ-ს სპეციფიკური კომისია იმუშავებს საქართველოს ეროვნული ელექტროენერგიისა და წყლის მარეგულირებელ კომისიასთან (GNERC). 

შავი ზღვის ქვეყნების ელექტროენერგიის გადაცემის ქსელის დაგეგმვის პროექტი
აშშ. ენერეტიკის ასოციაცია (USEA)
სექტემბერი 2010 - სექტემბერი 2012
http://www.usea.org/
პროექტის მეშვეობით რეგიონულ ჭრილში გაანალიზდება არსებული მაღალი ძაბვის ქსელები, რათა მოხდეს იმ ინვესტიციების იდენტიფიცირება, რომლებიც გააუმჯობესებს ქსელის სიმძლავრეს ელექტროენერგიის მიმოცვლისა და გაყიდვის ხელშესაწყობად. პროექტი აგრეთვე ხელს შეუწყობს მთელი სისტემის უსაფრთხოებისა და სანდოობის ოპტიმიზაციას. 

წყალშემკრებ აუზებში ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვა (INRMW)
სექტემბერი 2010 – სექტემბრი 2014
Florida International University
www.fiu.edu
ეს პროგრამა წარმოადგენს საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვისადმი ინოვაციურ მიდგომას. პროგრამა მიზნად ისახავს უზრუნველყოს საჭირო რესურსები და მომსახურება საქართველოს ეკოლოგიური სიჯანსაღისა და სოფლის გრძელვადიანი განვითარებისთვის. პროგრამა გააძლიერებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ძალისხმევას მოახდინოს იმ მიმართულებით რეფორმირება, რაც ბუნებრივი რესურსების სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს მომავალი თაობებისთვის. ეს პროგრამა გამოიყენებს წყალშემკრები აუზებისა და ბუნებრივი რესურსების ინტეგრირებული მართვის საუკეთესო, საერთაშორისოდ აღიარებულ ტექნიკურ გამოცდილებას და მიმართავს სამთავრობო სტრუქტურებს. განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს აუზში წყლისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენებისას ეკონომიკურ ფაქტორებზე, დაიცავს ეკოსისტემის ჯანსაღი გამოყენების პრინციპებს. 

საქართველოში ადგილობრივი საშუალებების გაძლიერება და გამართული დიალოგის ჩამოყალიბება კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და პოსტკონფლიქტური გარემოს რეაბილიტაციისთვის
კავკასიის გარემოს დაცვის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)
სექტემბერი 2009 - სექტემბერი 2012
http://www.cenn.org/
პროექტის მიზანია საქართველოს სოფლებში ჩამოაყალიბოს ადაპტირებადი და სიცოცხლისუნარიანი საზოგადოებრივი ჯგუფები, რომელთაც შესწევთ უნარი გაუმკლავდნენ კლიმატის ცვალებადობებს და კლიმატის მომავლ გლობალურ ცვლილებას. კერძოდ, პროექტი იმუშავებს საქართველოს შერჩეული სოფლების ადგილობრივ საზოგადოებრივ ჯგუფებზე კლიმატის მავნე ზეგავლენის შესამცირებლად პოსტკონფლიქტური გარემოს რეაბილიტაციის, ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების უნარის გამომუშავებით. 

ეროვნული პარკების რეფორმის ხელშეწყობა
აშშ. გარემოს დაცვის დეპარტამენტი (მეტყევეობის დეპარტამენტი)
სექტემბერი 1999 - ივნისი 2014
http://www.doi.gov/
აშშ. გარემოს დაცვის დეპარტამენტთან სააგენტოთაშირისო ხელშეკრულების მეშვეობით,  USAID ეხმარება საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესუსრსების დაცვის სამინისტროს ინსტიტუციური სიმძლავრის გაძლიერებაში, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს ეროვნული პარკების მართვა და კომერციალიზაცია და ხელი შეეწყოს ტურიზმის შესაძლებლობების განვითარებას. სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების თანამშრომლებს (მთელი საქართველოს მასშტაბით) უტარდებათ ტრენინგები და ეწევათ ტექნიკური დახმარება.