ეკონომიკის აღორძინება

printprintemailemail

USAID-ის ეკონომიკის ზრდის სექტორის საქმიანობა მიმართულია ინსტიტუციური და ინტელექტუალური სიმძლავრის განვითარებისკენ როგორც სახელმწიფო სააგენტოებში, ასევე კერძო სექტორში. პროექტები შექმნილია იმისთვის, რომ გაუმჯობესდეს ბიზნეს გარემო, გაფართოვდეს კაპიტალზე ხელმისაწვდომობა, გაძლიერდეს ბიზნესის კეთების უნარ-ჩვევები, გაუმჯობესდეს სოფლის მეურნეობის წარმადობა, გაიზარდოს შერჩეულ ბიზნეს სექტორებს შორის კონკურენცია და გაფართოვდეს ეკონომიკური შესაძლებლობები სოფლად. ეკონომიკის ზრდის ინიციატივებით აგრეთვე მოხდება ფართომასშტაბიანი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, იძულებით გადაადგილებულთათვის გადაიჭრება მედეგი საცხოვრებლის პრობლემა და აფხაზეთის გამოცალკავებულ რეგიონში საზოგადოებრივი ჯგუფების მობილიზებით, უნარ-ჩვევების გამომუშავებით და საზღვრის სხვადასხვა მხარეს მყოფ პროფესიონალთა და ახალგაზრდათა დაკავშირებით ხელი შეეწყობა კონფლიქტის დარეგულირებას.

ეკონომიკური კეთილდღეობის ინიციატივა
Deloitte Consulting LLP
სექტემბერი 2010 – სექტემბერი 2014
http://epigeorgia.com/
ეს ყოვლისმომცველი პროგრამა გააუმჯობესებს საქართველოს ეკონომიკის საყოველთაო კონკურენტუნარიანობას შემდეგი დახმარებების მეშვეობით: 1) ქვეყნის ეკონომიკური მმართველობის შესაძლებლობის გაფართოება და გაღრმავება; 2) აგრარული სექტორის პროდუქტიულობის გაუმჯობესება; და 3) იმ მიზნობრივად არჩეული არა სასოფლო-სამეურნეო დამატებითი ღირებულების მქონე ჯაჭვების გაძლიერება, რომელთაც ზრდის უდიდესი პოტენციალი გააჩნიათ.

მუნიციპალური და იძულებით გადაადგილებულ პირთა ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი
საქართველოს მთავრობა – მუნიციპალური განვითარების ფონდი
თებერვალი 2011 – თებერვალი 2014
http://mdf.ge/eng/index.php
პროექტი მიზნად ისახავს: 1) მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებასა და რეაბილიტაციას 2008 წლის კონფლიქტით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში; 2) 2008 წლის კონფლიქტით დაზარალებულთათვის საქართველოს მთავრობის მიერ აშენებული კოტეჯების გაუმჯობესებას, ადრინდელი კონფლიქტის შედეგად იძულებით გადაადგილებულ პირთათვის შენობების გადაკეთებას მუდმივ საცხოვრებლად და 3) ზოგადად საცხოვრებელი პრობლემის მოგვარებას.

ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები (NEO) 
აპრილი 2011 –  აპრილი 2015
Chemonics International
www.chemonics.com
პროექტი NEO მიზნად ისახავს შემოსავლების გაუმჯობესებას სოფლად; სიღარიბის დონის შემცირებას; საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებას; შერჩეულ დასახლებებში საოჯახო მოხმარებისა და სარწყავი წყლის მიწოდებაში შეფერხებების აღმოფხვრას; იძულებით გადაადგილებულ პირთა ახალი და ძველი დასახლებებისთვის საშუალების მიცემას შეინარჩუნონ თავიანთი მეურნეობები; და იმ მოსახლეობის დახმარებას, რომლებიც დაზარალდნენ ბუნებრივი ან სხვა სახის კატასტროფებით. პროექტი გათვალისწინეებულია 10 მუნიციპალიტეტისთვის და ის სარგებლობას მოუტანს 70,000 დაუცველ ოჯახს.

სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის პროექტი
CNFA
სექტემბერი 2009 - დეკემბერი 2012
www.amp.ge
ეს პროექტი შექმნის ისეთ ორგანიზაციებსა და სისტემებს, რომლებიც მექანიზებული სასოფლო-სამეურნეო მომსახურებით დაეხმარება კერძო სექტორში მოქმედ, სიცოცხლისუნარიან მცირე ბიზნესის მფლობელებს და ხელს შეუწყობს აგრარული სექტორის პროდუქტიულობის ამაღლებას, კონკურენტუნარიანობასა და მოგების გაზრდას. კერძო სექტორის ორგანიზაციებს გადაეცემათ გრანტები და გაეწევათ ტექნიკური დახმარება, რითიც ისინი შეძლებენ შეიძინონ ტრაქტორები და შესაბამისი აღჭურვილობა და ფასიანი მექანიზაციით გაუწიონ მომსახურება მცირე მეურნეობის მოქნე ფერმერებს. ფერმერული მომსახურება ასევე ხელმისაწვდომი იქნება იმ იძულებით გადაადგილებულ პირთათვის, ვისაც საქართველოს მთავრობამ დაურიგა მიწის ნაკვეთები.

აფხაზეთის საზოგადოების აღორძინების პროექტი
UNDP
სექტემბერი 2010 – სექტემბერი 2012
www.undp.org.ge
პროგრამა მიზნად ისახავს კონფლიქტის დარეგულირებას აფხაზეთში, შემდეგი ღონისძიებების მეშვეობით: 1) ახალგაზრდების სამოქალაქო აქტივობებისა და განათლების შესაძლებლობების გაფართოება, რაც მოიცავს ინტერნეტითა და სხვა ტექნოლოგიებით საზღვრის ორივე მხრიდან თანამშრომლობას; 2) ჯანდაცვის სისტემის გაუმჯობესება საავადმყოფოების რეაბილიტაციის მეშვეობით, ორივე მხრიდან პროფესიონალთა კონტაქტისა და ერთობლივი ტრენინგების ხელშეწყობით და აივ-ინფექციის ნებაყოფლობითი ტესტირებით, კონსულტირებითა და საზოგადოებისთვის საგანმანათლებლო სამსახურის გაწევით; 3) მობილიზებული საზოგადოებრივი ჯგუფების თანამონაწილეობის გაძლიერებით, რათა მათ განსაზღვრონ და განახორციელონ მცირე ზომის ეკონომიკური და სოციალური ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროექტები.

საქართველოს პოსტკონფლიქტურ ზონასა და მოშორებულ რეგიონებში მცხოვრები ქალების ეკონომიკური დამოუკიდებლობა
საქართველოს ქალთა ფონდი
სექტემბერი 2009 - დეკემბერი 2012
http://www.womenfundgeorgia.org/
პროექტი მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ქალების ბიზნეს-უნარჩვევების განვითარებას და საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებას მათთვის ინოვაციური სასწავლო კურსების ჩატარებისა და მეწარმე ქალთა რიცხვის გაზრდის მეშვეობით. პროექტი დაეხმარება ქალებს მცირე გრანტების მეშვეობით წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება და მცირე გრანტები გადაეცემათ შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ და საქართველოს მოშორებულ რეგიონებში (ჩრდილო კახეთი, მთიანი იმერეთი და რაჭა) მცხოვრებ ქალებს.

ახლადდასახლებულ ტერიტორიებზე წამოწყებულ სასარგებლო საქმიანობებში იძულებით გადდადგილებულ პირთა მდგრადი ინტეგრაცია და დაუცველი მოსახლეობის ხელშეწყობა თვითდასაქმებაში
ტრენინგისა და კონსულტაციის ცენტრი, CTC
სექტემბერი 2009 - ნოემბერი2012
http://www.ctc.org.ge
პროექტი დახმარებას გაუწევს იძულებით გადდადგილებულ პირთა ახალ დასახლებებს შიდა ქართლის რეგიონში, კერძოდ კი მცხეთის, გორისა და კასპის რაიონებში მდებარე წეროვანის, წილკნის, ფრეზეთის, კარალეთის, ხურვალეთის, შავშვების, ბერბუკის, სკრის, თელიანისა და მეტეხის ლტოლვილთა დასახლებებში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს, მათთვის ტრენინგების ჩატარებით და ბიზნესის წარმართვის უნარჩვევების განვითარებით. გრანტები გადაეცემათ იმ ადგილობრივ მცირემეწარმეებს, რომლებიც განავითარებენ თავინთ თანამშრომლებს და წარმოების რესურსებს და ხელს შეუწყობენ მათ კრედიტზე ხელმისაწვდომობაში და ფინანსურ ინსტიტუტებთან კონტაქტების დამყარებაში.

სამეგრელოში მცხოვრებ ქალთა ხელშეწყობა
წალენჯიხის უნარშეზღუდულ პირთა ასოციაცია
სექტემბერი 2009 - დეკემბერი 2012
პროექტი მიზნად ისახავს შექმნას სამუშაო ადგილები და მისცეს ქალებს თვითდასაქმების შესაძლებლობა ეკონომიკის ტრადიციულ და არატრადიციულ სექტორებში მცირე გრანტების გაცემის, ადგილობრივ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან დაკავშირების, ბაზრისთვის საჭირო ტექნიკური, პროფესიული და სამეწარმეო უნარჩვევების განვითარების მეშვეობით. პროექტი ჩაატარებს ტრენინგებს წალენჯიხის, ჩხოროწყუს, სენაკისა და ხობის რეგიონებში. ამასთანავე ქალებს ჩაუტარდებათ ფსიქოლოგიური დარიგება და ისინი მონაწილეობას მიიღებენ გენდერული საკითხებისადმი მიძღვნილ სემინარებში, რასაც შედეგად მოჰყ ვება კულტურული ბარიერის შემცირება და ქალებს მიეცემათ საშუალება უკეთ გააკონტროლონ თავიანთი ეკონომიკური რესურსები.

კრედიტის გარანტია ბაზის ბანკისთვის
ბაზის ბანკი
სექტემბერი 2010 - სექტემბერი 2018
www.basisbank.ge
USAID-იმ გამოჰყო განვითარების კერდიტის გარანტია ბაზის ბანკისთვის, რაც ხელს შეუწყობს 9 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფას კრედიტის სახით საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოებისათვის, აგრობიზნესის ჩათვლით. აგრარული სექტორის სესხები მთელი სასესხო პორტფელის 35%-ს შეადგენს.

გარანტია განვითარების კრედიტებისთვის
კრისტალი
სექტემბერი 2009 - სექტემბერი 2014
http://crystal.ge/
USAID გამოჰყოფს 1 მილიონ აშშ დოლარს გარანტიის სახით ადგილობრივი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალისთვის. ეს საშუალებას მისცემს კრისტალს მოიზიდოს 1 მილიონი აშშ დოლარი ადგილობრივი და საერთაშორიო საკრედიტო ორგანიზაციებისგან და გამოიყენოს ეს თანხა მიკრო და მცირე საწარმოებზე სესხების გასაცემად.