კარგად შეფუთული მწვანილი ჩვენი სავიზიტო ბარათია ევროპაში

printprintemailemail
05/14/2007
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზეიმოდ გახსნა მწვანილის კონსოლიდაციის ცენტრები

დასავლეთ საქართვლოში მოყვანილი მწვანილი დიდი ოდენობით გადის ექსპორტზე.  მემწვანილეობა 7000 ოჯახისთვის პირველადი შემოსავლის წყაროა.  ქართულ აგრარულ პროდუქციაზე ემბარგოს დაწესებამდე ამ ოჯახების მიერ მოყვანილი 4500 ტონა მწვანილის 85% ყოველწლიურად იგზავნებოდა რუსეთის ბაზარზე. 

ემბარგოს ამოქმედების შემდეგ, USAID-ის AgVANATAGE-ის პროექტისთვის პრიორიტეტული გახდა ქართველ ფერმერებსა და ექსპორტიორებთან ერთად საქართველოში მოყვანილი მწვანილის გასატანად ალტერნატიული ბაზრების მოძიება.  ძირითადი მიზნი  საექსპორტო ბაზარზე მაღალხარისხიანი პროდუქციის გატანა იყო. კონკურენტუნარიან ბაზრებზე შეღწევა და ადგილის დამკვიდრება მოითხოვს თანამედროვე შეფუთვის ტექნოლოგიას, რომელიც შესაბამისი დანადგ არებით აღჭურვილ შენობაში უნდა განხორციელდეს, სადაც დროულად მიაქვთ და აფასოებენ ახლადმოწეულ მოსავალს და სადაც შეფუთული პროდუქტის გაციებისა და შენახვის პირობებია. 

ამ საქმიანობაში USAID-ის მთავარი პარტნიორები "შპს. ჰერბია" და "შპს. ქართული მწვანილი" არიან.  მათ მემწვანილეობის მთავარ რეგიონში, იმერეთში, ააშენეს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კონსოლიდაციის ცენტრები, რომლებიც საზეიმოდ გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.

"ქართული მწვანილის გასატანად ჩვენ ახალი ბაზრები მოვიძიეთ ევროპაში.  მსოფლიოში მრავალ ქვეყანას მოჰყავას მწვანილი, მაგრამ იმერეთში გაზრდილ მწვანილს კონკურენტი არ ჰყავს.  როდესაც ჩვენი მაღალხარისხიანი პროდუქტით ევროპულ ბაზრებზე შევალთ და ევროპელები ქართულ მწვანილს დააგმენოვნებენ, ვეჭვობ რომ ჩვენ სხვა ბაზრების მოთხოვნის დაკმაყოფილება შევძლოთ.  კარგად დაფასოებული და შეფუთული მწვანილი ჩვენი ბიზნესის სავიზიტო ბარათია ევროპაში", განაცხადა პრეზიდენტმა.

ცენტრებში მწვანილის შეფუთვის თანამედროვე ტექნოლოგიებია დანერგილი, ახლადამოქმედებული სიმძლავრეების გამტარუნარიანობა 1400 ტონაა სეზონზე (ნოემბრიდან მაისამდე).  აგრეთვე შექმნილია სათანადო პირობები პროდუქტის გაციებისა და აღებული მოსავლის შენახვისათვის, რაც ორჯერ ახანგრძლივებს პროდუქტის ვარგისიანობას და შესაბამისად 30%-ით ზრდის ფერმერის მოგებას.  გარდა ამისა, ორ ცენტში 130 მუდმივი სამუშაო ადგილია შექმნილი, სადაც წყალტუბოს მოსახლეობა დასაქმდება.

საკონსოლიდაციო ცენტრების მუშაობის პირველი წლის განმავლობაში კომპანიები მწვანილის უკრაინის სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში შეტანას აპირებენ.  ხილისა და მწვანილის ერთ-ერთმა უმსხვილესმა უკრაინულმა სადისტრიბუციო კომპანია "ოლვიტა"-მ 18 ტონა ოხრახუში და კამა შეისყიდა ქართული კომპანიებისგან. 

უკრაინის გარდა "შპს. ჰერბია" და "შპს. ქართული მწვანილი" გეგმავენ პოლონეთის ბაზარზე გასვლას.  ამჟამად პოლონეთის ბაზარი იტალიური პროდუქტითაა გაჯერებული, რომელიც ფასს კარნახობს მწვანილზე, თუმცა 30%-ით ძვირია ქართულ პროდუქტზე.  ფასთა ასეთი სხვაობა, გაცილებით უკეთესი ხარისხი და შეფუთვის უფრო მაღალი დონე შესაძლებლობას აძლევს ქართულ მწვანილს დაიკაოს სათანადო ადგილი სასურველ ბაზრებზე.