აშშ მთავრობა მხარს უჭერს პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს

printprintemailemail
Published Date: 
May 3, 2012

თბილისი - აშშ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი სტეფან ჰაიკინი სიტყვით გამოვა პრესის თავისუფლების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. ღონისძიებაზე გაიმართება დისკუსია მედიის თავისუფალებასა და მის როლზე არჩევნებში. ღონისძიება გაიმართება ხუთშაბათს, 3 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში.

ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ პრესის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ხარისხზე, ახალი ამბების დაბალანსებული და სარწმუნო გაშუქების აუცილებლობაზე მომავალ საარჩევნო პერიოდში. მსჯელობაში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიის ინტერესების დაცვის კოალიცია, მედია კლუბი, ფონდი ღია საზოგადოება-საქართველო, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია.

ეს ღონისძიება დაფინანსებულია USAID-ის ორი პროექტის - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისა და მედიის განვითარების ხელშემწყობი პროგრამების მიერ.