ახალი პროექტის გახსნა – აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში იწყებს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტს
თბილისი – 2005 წლის 7 დეკემბერს, 17:00 სთ-ზე მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტი, რომელსაც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით ახორციელებს საერთაშორისო ექსპერთტა კორპუსი, მასპინძლობს პროექტის ოფიციალური დაწყების პრეზენტაციას საქართველოს ეროვნული ბანკის საკონფერენციო დარბაზში. მოწვეულნი არიან ბიზნესასოციაციების, ფინანსური სექტორის (ბანკები და მიკროსაფიანსო ინსტიტუტები), მთავრობის, ბიზნესსაზოგადეობის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვლენ, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კავკასიის რეგიონის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე ბ-ნი რობერტ უილსონი, საქართველოს პარლამენტის თავნჯდომარის მოადგილე ბ-ნი ჯემალ ინაიშვილი და საერთაშორისო ექსპერთტა კორპუსის წარმომადგენელი ბ-ნი პოლ ჯ. მალოი.
პროექტის გუნდი და მისი პარტნიორ ორგანიზაციები - საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ბანკების ასოციაცია და საბანკო-საფინანსო აკადემია - დამსწრეებს გააცნობენ პროექტის მიზნებსა და ამოცანებს.
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტი გეგმავს კარძო სექტორსა და მთავრობას შორის დიალოგის წარმართვის ხელშეწყობას, რათა ქვეყანაში გაუმჯობესდეს ბიზნესგარემო და ორივე მხარემ ერთიანი ძალისხმევით გადაჭრან ის პრობლემები, რაც ამჟამად ხელს უშლის მდგრადი ეკონომიკის განვითარებას. პროექტი თბილისის გარდა იმუშავებს თელავში, მარნეულში, ახალციხეში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში.
პროექტის მიზნებია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ბიზნესის მხარდაჭერის დამოუკიდებელი ორგანიზაციების განვითარება თბილისსა და რეგიონებში, რომლებიც საჭირო მომსახურებას გაუწევენ ამ სექტორს, ბიზნესასოციაციების დახმარება თვითსერთიფიცირების საკითხში და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა ქართულ ბიზნესში, ასევე მეწარმეთათვის აუცილებელი კვალიფიკაციის გაუმჯობესება ახალგაზრდებსა და უმცირესობათა წარმომადგენლებში.

