ხახვის ახალი ჯიში იმპორტის ჩანაცვლების საშუალებას იძლევა

printprintemailemail
Published Date: 
November 21, 2005

მარნეული - ა.წ. 21 ნოემბერს მარნეულის რაიონის სოფელ თამარისში მოეწყო საველე გასვლა ა.შ.შ. საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)-ის პროექტ AgVANTAGE–ის (ეგვენთიჯი) მიერ. ღონისძიებას ესწრებოდნენ USAID-ის და AgVANTAGE–ის თანამშრომლები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები, ფერმერები და მასმედია.

თამარისში, პროექტ AgVANTAGE-ს აქვს სადემონსტრაციო ნაკვეთი (4 ჰექტარზე) რომელზეც ხდება ახალი ჯიშების და ახალი ტექნოლოგიების გამოცდა. პროექტში დამუშავებულია ბოსტნეულის წარმოების პროგრამა რომელიც მოიცავს საადრეო ხახვის წარმოებას სხვა საადრეო კულტურებთან ერთად (ყვავილოვანი კომბოსტო, ჩინური კომბოსტო, ნესვი და სხვა).

1 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე დაითესა საადრეო ხახვის ჯიში, Highkeeper. საგვიანო ჯიშებთან შედარებით რომლებიც გაზაფხულზე ითესება და მოსავლის აღება ზაფხულის ბოლოს ხდება, “საადრეო” ჯიშის ხახვი ითესება შემოდგომაზე და მოსავლის აღება ხდება ზაფხულის პირველ ნაწილში.

საველე გასვლის დროს ფერმერებს და მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ენახათ მიწის ნაკვეთი, სადაც დათესილია ხახვის საცდელი პარტია. AgVANTAGE–ის თანამშრომლებმა ისაუბრეს წარმოების იმ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, ირიგაციის სისტემაზე, მანქანა-დანადგარებზე და ახალ, საადრეო ჯიშზე.

საქართველოში, განსაკუთრებით კი მარნეულის რაიონში, ხახვი დიდი ხანია მოჰყავთ. საბაზრო ეკონომიკის დამკვიდრებასთან ერთად, ქართველი ფერმერებისთვის ხახვი შემოსავლის მომგებიან წყაროდაც იქცა.

თუმცა, AgVANTAGE-ში თვლიან, რომ არსებობს ხახვის მოყვანასთან დაკავშირებული ისეთი დაბრკოლებებიც, როგორიცაა ცუდი ხარისხის სათესლე მასალა, შეუსაბამო ტექნიკა და მორწყვის სისტემა და მოსავლის აღების ტრადიციული ვადები. ყველაფერი ეს ქართულ ხახვის კონკურენტუნარიანობას აქვეითებს.

2004 წლიდან მოყოლებული, ა.შ.შ.-დან მოწვეულ მებოსტნეობის სპეციალისტთან ერთად, AgVANTAGE თანამშრომლობს დავით ებანოიძესთან (შ.პ.ს. თავთავი), რათა შეამსუბუქოს ზემოთ ჩამოთვლილი დაბრკოლებები და ერთი ჰექტარი საცდელი მიწის ნაკვეთის მაგალითზე უფრო კონკურენტული გახადოს ხახვის წარმოება საქართველოში. პროექტის თანამშრომლების ზედამხედველობის ქვეშ, ნიადაგი წინასწარ დამუშავდა პროექტის მიერ ა.შ.შ.-დან ჩამოტანილი ტექნიკით. პროექტთან აქტიურად თანამშრომლობს ფერმერი დავით ებანოიძე რომელმაც პროექტი უზრუნველყო 4 ჰა მიწის ნაკვეთით. სადემონსტრაციო ნაკვეთის ქიმიკატებით მომარაგება და მათი შეტანაც აღნიშნული ფერმერის მიერ ხორციელდება. ამის შედეგად უკვე დასაქმებულია 35 ადგილობრივი მცხოვრები.

დათესილი ხახვის წარმოების პროცესს მთელი ზამთრის მანძილზე გააკონტროლებს AgVANTAGE. მოსავლის აღება დაგეგმილია 2006 წლის ივნისისთვის. 1 ჰექტარზე სავარაუდოდ 50 ტონა ხახვის აღებაა მოსალოდნელი, რაც არსებულ საადრეო მოსავალს დაახლოებით ორჯერ აღემატება. შემდგომში ეს ხახვი დაფასოვდება 30 კილოგრამიან პოლიეთილენის ტომრებში, რომელთაც აგრეთვე პროექტი უზრუნველყოფს. მისი რეალიზაცია მოხდება ადგილობრივ ბაზარზე მაშინ, როდესაც ხახვზე მოთხოვნა ძალიან დიდია, არსებული პროდუქციის უმეტესი ნაწილი კი იმპორტირებულია აზერბაიჯანიდან ან თურქეთიდან. ამ პერიოდში ხახვზე მოთხოვნა არის მაღალი რაც გამოწვეულია ხახვის იმპორტით. სეზონურ ხახვთან შედარებით (აგვისტო სექტემბერი), საადრეო ხახვი გამოირჩევა საკმაოდ კარგი ფასით (50-60% მეტი). თუმცა წელს იმპორტის გამკაცრებასთან დაკავშირებით ხახვის ფასი სეზონის განმავლობაშიც კი არ შეცვლილა და შეადგენდა 0.35-0.4 ლარს. რაც საკმაოდ კარგი მოგების მიღების საშუალებას იძლევა და ფერმერული მეურნეობების სწრაფი განვითარების წინაპირობათაც შეიძლება ჩაითვალოს.

საადრეო ჯიშის პროდუქტები საქართველოსთვის ახალია. AgVANTAGE–ში თვლიან, რომ საადრეო ხახვის საბაზრო ჯაჭვი ადგილობრივ და საექსპორტო ბაზრებზე ამ პროდუქტის რეალიზაციის შესაძლებლობას გააუმჯობესებს.